Logo

გიგა ლემონჯავა - თუ გვინდა, რომ ეს ქვეყანა ევროპულ რელსებზე დაბრუნდეს, ერთადერთი გზა არის ივანიშვილის მოშორება ხელისუფლებიდან

პოლიტიკა
361
Frontnews image description

თუ გვინდა, რომ ეს ქვეყანა ევროპულ რელსებზე დაბრუნდეს და ის აუცილებლად დაბრუნდება, ამის ერთადერთი გზა არის ბიძინა ივანიშვილის მოშორება ხელისუფლებიდან და მისი საბოლოო დასრულება, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მთელმა დასავლურმა სამყარომ იცის, რომ ყველა მავნე ქმედება ბიძინა ივანიშვილის ხელდასმითაა.

"ივანიშვილს აქამდე ერთი რამ გამოსდიოდა კარგად - ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას ახერხებდა, რომ თითქოს გენერალური პოლიტიკური ხაზი ანტიეროვნული, ანტიდასავლური და პრორუსული კურსი არის ვინმე კონკრეტული ადამიანების ბრალი. მეორე - ის ახერხებდა, რომ ამ პროცესებიდან გამიჯნული ყოფილიყო, ზოგჯერ დაირქვა მოქალაქე, ხან საპატიო თავმჯდომარე - რაღაც როლებს იფიქრებდა თავისთვის და ახერხებდა, რომ ფორმალური პასუხისმგებლობა დაეკისრებინა მათზე, ვინც ფორმალური ტიპის პოზიციებს იკავებდნენ. 

რაც სტრატეგიულად არის შეცვლილი დასავლეთში არის ის, რომ ევროპის არცერთ ქვეყანაში, არც აშშ-ში და არც ბრიტანეთში არავის სჯერა, რომ ამ ქვეყანაში რამე შავდება ივანიშვილის ნებართვისა და ხელდასმის გარეშე, ყველამ კარგად იცის, რომ ნებისმიერი მავნე ქმედების უკან დგას ბიძინა ივანიშვილი. მას მოუწია, რომ პირადად ჩართულიყო 25 ოქტომბრის წინასაარჩევნო კამპანიაში და ჰქონდა გამოსვლები, სადაც ანტიევროპული, პრორუსული განცხადებები პირადად მისი პირიდან ამოდიოდა, ამიტომ, არავის არ აქვს იმის ილუზია, რომ ბიძინა პრემიერს შეცვლის და რაიმე შეიცვლება. ეს "ტრიუკი" მას უკვე აღარ გაუვა.

თუ გვინდა, რომ ეს ქვეყანა ევროპულ რელსებზე დაბრუნდეს და ის აუცილებლად დაბრუნდება, ამის ერთადერთი გზა არის ბიძინა ივანიშვილის მოშორება ხელისუფლებიდან და მისი საბოლოო დასრულება", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

Advertisement