
ავტორი
Front News საქართველო
დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიაში ჩემი ექსტრადაცია არ დადგება, თვითონაც საექსტრადაციო პერიოდი შემიცვალეს გირაოთი, – ამის შესახებ გენშტაბის ყოფილმა უფროსმა გიგი კალანდაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სასამართლო მის საქამეზე რამდენიმე კვირაში გაიმართება.
“ეს არის ახალი ტალღა ჩემი დისკრიმინაციის და ეს დისკრიმინაცია საქართველოს ხელისუფლებას უბრუნდება პირიქით. ეს საქმე მე აღმიძრეს უკრაინაში ყოფნის დროს 2015 წლის მიწურულს, როცა თვითონ ამ საქმის გამოძიება დაიწყეს 2013 წელს, სადღაც სამი წლის მერე წამიყენეს ბრალი. რა თქმა უნდა, ეს ბრალი არის მოგონილი და შეთითხნილი, არაფერზე დამყარებული…
იმდენი დარღვევაა, რომ მთელი დღე არ მეყოფა ამაზე საუბარი. დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიაში ჩემი ექსტრადაცია არ დადგება, თვითონაც საექსტრადაციო პერიოდი შემიცვალეს გირაოთი, რამდენიმე კვირაში მექნება სასამართლო, სადაც ის მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც ჩვენ ველით”, – განუცხადა გიგი კალანდაძემ ტელეკომპანია “მთავარს”.
გიგი კალანდაძე პატიმრობიდან გუშინ, 6 იანვარს გაათავისუფლეს.
თაგები:
გიგი კალანდაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს