გიგი უგულავა – დღეს “ოცნებამ” საქართველოში არჩევნები გააუქმა


ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა “ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების გაუქმებულად და ანულირებულად გამოცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ დღეს, მმართველმა პარტიამ საქართველოში არჩევნები გააუქმა.
“ჩემი აზრით: 1. ოპოზიცია უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან.
2. ვადა უნდა მივცეთ “ოცნებას”, შესაბამისად მთავრობისგან გადაგდებულ უცხოელ პარტიორებს სივრცე, რომ დააბრუნონ “ოცნება” შეთანხმებაში.
3. შეთანხმება უნდა იყოს მხოლოდ 43%-ზე და სრულად პროპორციულ რიგგარეშეზე. დანარჩენზე “ოცნებასთან” საუბარი არ შეიძლება.
4. ვადის გასვლის შემდეგ და მოთხოვნის არშესრულების შემთხვევაში, ბოიკოტი ადგილობრივ არჩევნებს. უნდა გვესმოდეს, რომ დღეს “ოცნებამ” საქართველოში გააუქმა არჩევნები”, – წერს გიგი უგულავა.
თაგები:
გიგი უგულავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს