Logo

გიგი უგულავა – ყველა უნდა შემოვუერთდეთ აქციას

პოლიტიკა
17.07.2021 / 11:52
1337
Frontnews image description

პოლიტიკოსი გიგი უგულავა მედიის წარმომადგენლების მიერ დაგეგმილ აქციას უერთდება. ამასთან, ის საზოგადოებას მოუწოდებს, გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე. 

 

“კრიტიკულად  მნიშვნელოვანია დღევანდელი აქცია, იმიტომ რომ სასწორზე დევს ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და თანასწორობა. ამ ქვეყანაში არაა თანასწორობა, აქ დღეს სცემენ, როგორც რუსეთში, ქუჩაში, ვისაც უნდათ მიუგზავნიან და ამაში არავინ არ დაისჯება. ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის ჟურნალისტური პროტესტი, რომელიც ჩათვალეთ, რომ თითოეული თქვენგანის ხმაა, რადგან ის უბედურება, რაც ლექსოს შეემთხვა, თითოეული ჩვენგანის კარებთან შეიძლება მოვიდეს, თუ ახლა არ გავაჩერეთ. ამიტომ, ყველა უნდა შემოვუერთდეთ აქციას”, – აცხადებს უგულავა. 

 

“გადადგეს პრემიერი და  დაისაჯონ მოძალადეები!”- ამ მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე, დღეს მედიის წარმომადგენლები ისევ შეიკრიბებიან. მასშტაბური აქცია 6 საათზე გაიმართება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები