გიგი უგულავა – სადაც ტრისტან წითელაშვილი დგას, იქ საქართველო არ დგას

ავტორი
Front News საქართველო
“სადაც თენგიზ კიტოვანი დგას, იქ საქართველო არ დგას, სადაც ტრისტან წითელაშვილი დგას, იქ საქართველო არ დგას” – ასე გამოეხმაურა ფოთში ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი გიგი უგულავა “მთავარი არხის” გადაცემაში “მთავარი დებატები” დღეს რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან გამართულ აქციას, სადაც მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ.
“მე ერთმანეთისგან მინდა ორი რაღაც დავყო. ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია მსხვერპლის ეპოქებად დაყოფა. ყველას მინდა გულწრფელი ბოდიში მოვუხადო, ვისაც უნებლიედ ვატკენე, თუ ვაწყენინე. თუ რამე ჩვენ არასწორად გავაკეთეთ, საზოგადოება მოგვცემს შანსს, რომ ჩვენვე გამოვასწოროთ.
ვერ დავყოფ ვერც მოლაშვილის ოჯახის ტკივილს და ვერც მაჩალიკაშვილის. ფაქტი ერთია, რომ ჩვენ გვაქვს სისტემა, რომლის სათავეში ერთი ადამიანი მოექცევი, მერე მეორე და ეს სისტემა კლავს.
რა მნიშვნელობა, აქვს ერთი ქვეყნის შვილები ვართ ხელისუფლების და სახელმწიფოს სახელით ჩადენილი ტრაგედია ტრაგედიაა, მაგრამ მეორეს მხრივ ხომ ვხედავთ, რომ სადაც თენგიზ კიტოვანი დგას, იქ საქართველო არ დგას, სადაც ტრისტან წითელაშვილი დგას, იქ საქართველო არ დგას”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


