Logo

გილიომ მერსიე - ბოლო მოვლენები ადასტურებს, რომ საქართველო კიდევ უფრო შორდება ევროკავშირის გზას

პოლიტიკა
99
Frontnews image description

საქართველოში არის უკუსვლა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, - ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა გილიომ მერსიემ განაცხადა. 

მისივე თქმით, კორუფციასთან ბრძოლის საკითხი მკაფიოდ არის ხაზგასმული გაფართოების ანგარიშში.

"კორუფციასთან ბრძოლის საკითხი მკაფიოდ არის ხაზგასმული ჩვენს გაფართოების ანგარიშში. ანგარიშმა, ფაქტობრივად, დაასკვნა რომ საქართველოში არის უკუსვლა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ანგარიშში რეკომენდებულია, რეკომენდაციების სახით ნახსენებია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის ეფექტურობა, ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და სიმტკიცე. ბოლო მოვლენები ადასტურებს, რომ საქართველო კიდევ უფრო შორდება ევროკავშირის გზას“, - განაცხადა გილიომ მერსიემ.

ბრიუსელში გაფართოების ფორუმი გაიხსნა, სადაც საქართველო არ არის მიწვეული.

Advertisement