გილიომ მერსიე - შემიძლია დავადასტურო, რომ ამ ფონზე საქართველო არ არის მოწვეული გაფართოების ფორუმზე

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური პროცესები საქართველოს ხელისუფლებასთან, ასე რომ, შემიძლია დავადასტურო, რომ ამ ფონზე საქართველო არ არის მოწვეული გაფართოების ფორუმზე, - ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა გილიომ მერსიემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვითარება ბოლო რამდენიმე თვეში საქართველოში გაუარესდა.
"გასულ კვირას ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი გაფართოების ანგარიში საქართველოს შესახებ, ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია საკმაოდ ნათლად იყო ჩამოყალიბებული.
ანგარიში კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო კიდევ უფრო შორდება ევროკავშირის გზას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკუსვლა იყო ევროკავშირში გაწევრიანების რეფორმების კუთხით და ეს ნამდვილად უპრეცედენტოა კანდიდატი ქვეყნისთვის.
ვითარება ბოლო რამდენიმე თვეში ნამდვილად გაუარესდა. როგორც იცით, 2024 წელს ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერდა.
რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს საქართველოს ხელისუფლებასთან, ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური პროცესები მათთან, ასე რომ, შემიძლია დავადასტურო, რომ ამ ფონზე საქართველო არ არის მოწვეული გაფართოების ფორუმზე", - განაცხადა გილიომ მერსიემ.
თაგები:
გილიომ მერსიე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


