Logo

გიორგი აბაშიშვილი - ქართულ ბიზნესს ლონდონის საფონდო ბირჟაზე უპრეცედენტო, ისტორიულად მაღალი ნდობა აქვს და ეს ხელისუფლების მიერ გატარებული და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმებისადმი ნდობას ნიშნავს

პოლიტიკა
7 საათის წინ / 10:47
65
Frontnews image description

დღეს ქართულ ბიზნესს ლონდონის საფონდო ბირჟაზე(ც) უპრეცედენტო, ისტორიულად მაღალი ნდობა აქვს და ეს ავტომატურად არა მხოლოდ ცალკეული კომპანიების, არამედ საქართველოს ეკონომიკის, საქართველოს ბიზნეს გარემოს და რა თქმა უნდა ხელისუფლების მიერ გატარებული და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმებისადმი ნდობას ნიშნავს, - წერს სოციალურ ქსელში Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს კანონის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღების შემდეგ დღევანდელ დღემდე ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს და და პლუს 64%-84% უტოლდება.

მანვე აღნიშნა, რომ დიდი ოთხეულის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და აზიის განვითარების ბანკის ვაშინგტონისა და მილანის ყოველწლიური შეხვედრების შემდგომ, “იზოლაციაში მყოფი” საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი დღეს ლონდონში EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე იმყოფება.

"სიმბოლურია, რომ ამ პოსტს 2025 წლის 15 მაისს, სწორედ ლონდონიდან, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაგეგმილი საინვესტიციო ფორუმის პერიოდში ვწერ. 

დღეს ქართულ ბიზნესს ლონდონის საფონდო ბირჟაზე(ც) უპრეცედენტო, ისტორიულად მაღალი ნდობა აქვს და ეს ავტომატურად არა მხოლოდ ცალკეული კომპანიების, არამედ საქართველოს ეკონომიკის, საქართველოს ბიზნეს გარემოს და რა თქმა უნდა ხელისუფლების მიერ გატარებული და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმებისადმი ნდობას ნიშნავს. 
მხოლოდ ერთი მითი და მხოლოდ ერთი რეალობა/ფაქტი დღეს:
მითი
2024 წლის 15 მაისი
“რუსული კანონის”/“აგენტების კანონის” მიღების შემდეგ ქართული ბიზნესი დაზიანდება, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები დაცემა და ვარდნა გაგრძელდება, ეკონომიკა ჩამოიშლება
ფაქტი
2025 წლის 15 მაისი
საქართველოს კანონის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღების შემდეგ დღევანდელ დღემდე ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს და და პლუს 64%-84% უტოლდება!

უფრო დეტალურად გავიხსენოთ რა ხდებოდა ზუსტად ერთი წლის წინ: 
15 მაისი, 2024 წელი:
ოპოზიციური პოლიტიკური მედიების ჟრიამულიდან მხოლოდ ერთმანეთისგან გადაბეჭდილ ორი ან სამ სიტყვა შეცვლილ ან წერტილ-მძიმე დამატებულ ტექსტებს გთავაზობთ (სატელევიზიო სიუჟეტები ცალკე ვრცელი კომედიის ჟანრია): 
რადიო “თავისუფლება”
“აგენტების კანონის” მიღების შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ეცემა”
ნეტგაზეთი
“რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებიდან მეორე დღეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ქართული მსხვილი ბიზნესკომპანიების აქციების ღირებულება მკვეთრად ეცემა”
ტაბულა
“საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების ფონზე, დღეს, 15 მაისს, დილიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC Bank Group-ისა და Bank of Georgia Group-ის აქციების ფასები მკვეთრად ეცემა”
მოჩვენებითი “ბიზნეს მედიები”
“ლონდონის საფონდო ბირჟაზე ორი უმსხვილესი ქართული ბანკის აქციების ღირებულება მკვეთრად ეცემა. ქართული ბანკების აქციების გაუფასურება ემთხვევა აქციებს “რუსული” კანონის წინააღმდეგ”.
“პარლამენტის მიერ ე.წ. „რუსული კანონის“ მესამე მოსმენით დამტკიცების ფონზე, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ღირებულება მკვეთრად ეცემა”

ეკონომიკური დეზინფორმაციის, ბიზნეს ისტერიის შემოქმედება აქ ნათლად ჩანს. ეს მცირე მიმოხილვაა, სხვა დანარჩენს ვრცლად უკვე ლონდონის საფონდო ბირჟაზე დასრულებული ღონისძიებისა და მასში მონაწილეებთან საუბრის შემდეგ წარმოგიდგენთ და აქ უკვე საუბარი არამხოლოდ 15 მაისს და არამხოლოდ ისტორიის არქიტექტორ “მედიებს” შეეხებათ. 

P.S. დიდი ოთხეულის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და აზიის განვითარების ბანკის ვაშინგტონისა და მილანის ყოველწლიური შეხვედრების შემდგომ “იზოლაციაში მყოფი” საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი დღეს ლონდონში EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე იმყოფება  

მეტი დეტალური ინფორმაცია ლონდონიდან ხვალ იმედზე, ბიზნეს ინსაიდერში“, - წერს გიორგი აბაშიშვილი.

Advertisement