გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 6 აგვისტოს გამოცხადდება

ავტორი
Front News საქართველო
საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ექიმის გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 6 აგვისტოს, 16:00 საათზე გამოცხადდება.
გიორგი ახობაძემ წინა სასამართლო სხდომებზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა.
მისი განცხადებით, მის წინააღმდეგ სტანდარტული და ბანალური "ჩადების" საქმე მოიგონეს.
გიორგი ახობაძე 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და თავისუფლების 8-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
თაგები:
გიორგი ახობაძე




