გიორგი ავალიანი - წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი გაყიდვების 80% მოდის ქსელურ მარკეტებზე, დისტრიბუციის მომსახურებას ჩვენს კომპანიას ჩვენვე ვუწევთ. ჩვენ პრობლემებს ვხედავთ იმაში, რომ წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში, - ამის შესახებ კომპანია „კოდას“ წარმოების დირექტორმა გიორგი ავალიანმა ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე საუბრისას განაცხადა.
გიორგი ავალიანის განცხადებით, კომპანიებისთვის ასევე პრობლემური და მძიმეა ის ერთჯერადი გადასახადი, რომელსაც ქსელური მარკეტები უწესებენ მათ ერთჯერადად მაღაზიის გახსნისას, იმისთვის რომ კომპანიის პროდუქცია მოხვდეს მათ დახლებზე.
"ე.წ ქეშბექი, რომელიც განხილვის საგანი არის, წლიდან წლამდე მატულობს. დღევანდელი მოცემულობით დაახლოებით 22-25 %-მდე მერყეობს „ქეშბექი“ ქსელურ მარკეტებთან, არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად რომელიმეს, ზოგადად ბაზარზე ასეთი მდგომარეობაა. ჩვენი პროდუქციის გასაყიდი ერთეულის ღირებულების, ამასთანავე ყოველი ახალი გახსნილი მაღაზიის მოსაკრებელს ვიხდით ერთჯერადად 500, 1000, 2000 და 3000 ლარამდეც ადის როცა ჰიპერმარკეტებს ვეხებით, ოღონდ შეიძლება ეს ქსელური მარკეტი გაფართოვდეს და 8 ან 10 ობიექტი გახსნას, შესაბამისად, 10-ჯერ მეტი თანხა მაქვს გადასახდელი მე. რათა ამ ობიექტზე ჩვენი პროდუქცია გაიყიდოს. შესაბამისად აღნიშნული პრობლემად და გამოწვევად რჩება ჩვენთვის“, - განაცხადა გიორგი ავალიანმა.
თაგები:
გიორგი ავალიანი




