Logo

გიორგი ბაჩიაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

სამართალი
145
Frontnews image description

“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი თავისუფალია. 

ადვოკატის თქმით, მან გლდანის იზოლატორი დღეს დატოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმას და პირობით მსჯავრზე.

გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის დამნაშავედ იყო ცნობილი როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ისე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.

თანხის მითვისების ნაწილში მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში – 11 წლით, რაც საბოლოო სასჯელად დარჩა.

ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილს პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები