გიორგი ბადრიძე - მოლდოვამ ჩააბარა გამოცდა სამოქალაქო საზოგადოების მოწიფულობის და ზოგადად, თავისი დემოკრატიული განვითარების


ავტორი
Front News საქართველო
მოლდოვამ ზუსტად იცის, რა გამოწვევების წინაშეც იყო და რას მოუტანდა მას ნაკლები კონცენტრაცია და ნაკლები ორგანიზებულობა, - ამის შესახებ "რონდელის ფონდის" უფროსმა მკვლევარმა გიორგი ბადრიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დემოკრატიული განვითარების გამოცდა ჩააბარა ამ არჩევნებით მოლდოვამ და მოლდოვის მოსახლეობამ.
"მოლდოვამ ჩააბარა გამოცდა სამოქალაქო საზოგადოების მოწიფულობის და ზოგადად, თავისი დემოკრატიული განვითარების, რომლის შედეგადაც, მისი გზა ევროკავშირის მიმართულებით კიდევ უფრო დამოკლდა და კიდევ უფრო სწორი გახდა. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული მოვლენა იყო იმ ფონზე, როდესაც რუსეთი მოლდოვაში იყენებს თავისი ჰიბრიდული ომისთვის დამახასიათებელ ყველა იმ ხერხს, რომელიც მან, სამწუხაროდ, წარმატებით გამოიყენა საქართველოში.
მოლდოვამ ზუსტად იცის, რა გამოწვევების წინაშეც იყო და რას მოუტანდა მას ნაკლები კონცენტრაცია და ნაკლები ორგანიზებულობა, თუკი ისინი ნებას მისცემდნენ რუსეთის მიერ მართულ პოლიტიკურ ძალებს, რომ ჩამოეშალათ მოლდოვის ევროპული კურსი და ზოგადად, სახელმწიფოებრიობა იმიტომ, რომ ეს არის რუსეთის ამოცანა.
ფაქტია, რომ მაია სანდუს პარტიამ მოიპოვა უპირატესობა 40%-ზე მეტი, სანამ დათვლას დაიწყებდნენ საზღვარგარეთიდან შემოსული ხმების, ასე რომ, მას შიგნით, მოლდოვაში მცხოვრები მოქალაქეების ხმის მიცემის შედეგადაც ჰქონდა გამარჯვება მიღწეული. ასე რომ, მხოლოდ ემიგრაციას არ გადაუწყვეტს ეს გამარჯვება, მას აქვს უკვე აბსოლუტური უმრავლესობა", - განაცხადა გიორგი ბადრიძემ.
თაგები:
გიორგი ბადრიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს