Logo

გიორგი ბარამიძე - აფხაზეთი საქართველოა, რუსეთი ოკუპანტი და მტერია და კიდევ ერთხელ უნდა დავდოთ პირობა, რომ აუცილებლად დავბრუნდებით

პოლიტიკა
171
Frontnews image description

"დღეს 27 სექტემბერია, 32 წლის წინ, რუსეთმა და მისმა მარიონეტულმა ძალებმა მოახდინეს სოხუმის ოკუპაცია. დღეს ჩვენ აქ ვართ გმირთა მემორიალზე, რომ გავიხსენოთ ჩვენი გმირები და მათ წინაშე კიდევ ერთხელ ვთქვათ - სოხუმი საქართველოა, აფხაზეთი საქართველოა, რუსეთი ოკუპანტი და მტერია და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავდოთ პირობა, რომ ჩვენ ყველანი აუცილებლად დავბრუნდებით“, - განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ.

"დღეს 27 სექტემბერია, 32 წლის წინ, რუსეთმა და მისმა მარიონეტულმა ძალებმა მოახდინეს სოხუმის ოკუპაცია. დღეს ჩვენ აქ ვართ გმირთა მემორიალზე, რომ გავიხსენოთ ჩვენი გმირები და მათ წინაშე კიდევ ერთხელ ვთქვათ - სოხუმი საქართველოა, აფხაზეთი საქართველოა, რუსეთი ოკუპანტი და მტერია და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავდოთ პირობა ჩვენ ყველანი აუცილებლად დავბრუნდებით და ჩვენი დაბრუნების გზა ჩვენ გვესახება, რომ არის საქართველოს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია და ამის მეშვეობით საქართველო შეძლებს თავის მეგობრებთან ერთად მშვიდობიანად მოახდინოს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და ყველა დევნილის და ლტოლვილის თავის სახლკარში დაბრუნება, ამისათვის კი საჭიროა საქართველოში გაბატონებული რუსეთის მეხუთე კოლონის, მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის საქართველოს ხელისუფლებიდან ჩამოცილება, ამიტომ ეს ყველაფერი არის ურთიერთკავშირში და ჩვენი ვალია, საქართველო გავათავისუფლოთ ჯერ თბილისში და შემდგომ გავაგრძელოთ ის გზა, რომელიც მიგვიყვანს სოხუმამდე და სოხუმის და აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის ასევე ბუნებრივია დეოკუპაციამდე და გათავისუფლებამდე“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

Advertisement