გიორგი ბარამიძე - ჩვენი მონაცემებით, ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის პოლიტიკის წყალობით საქართველოს აქვს საშინელი შეფასება

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი მონაცემებით, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის პოლიტიკის წყალობით საქართველოს აქვს საშინელი შეფასება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართულ საზოგადოებას დამღუპველობას იმ პოლიტიკისა, რომელსაც ივანიშვილი ატარებს საქართველოში.
"დღეს გამოქვეყნდება ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის მქონე სახელმწიფოების შეფასება იქნება განხილული და სამწუხაროდ, ჩვენი მონაცემებით, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის პოლიტიკის წყალობით საქართველოს აქვს საშინელი შეფასება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართულ საზოგადოებას დამღუპველობას იმ პოლიტიკისა, რომელსაც ივანიშვილის ბანდა ატარებს საქართველოში", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი 2025 წლის ევროკავშირის გაფართოების პაკეტს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტს წარუდგენს. არსებული ინფორმაციით, დღესვე გამოქვეყნდება საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშიც.
თაგები:
გიორგი ბარამიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


