გიორგი ბარამიძე - იმასაც კი კადრულობდა, რომ გვკარნახობდა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ვინ მივიდოდა მის თათბირზე


ავტორი
Front News საქართველო
ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ვერ ავლენს ლიდერად თავს. იმასაც კი კადრულობდა, რომ გვკარნახობდა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ვინ მივიდოდა მის თათბირზე, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის მხრებზეცაა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმარია.
"ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ვერ ავლენს ლიდერად თავს, რაც ილაპარაკა, კიდევ კარგი არ ვიყავით, რომ ვყოფილიყავით... ღმერთმა დაგვიფაროს. თურმე, არც არჩევნებში მონაწილეობა და არც ბოიკოტი უშველის საქართველოსო და მანამდე ლაპარაკობდა, რომ ერთიანობა შემოგდებული იდეააო, ხომ არ ვცდები? ასე უცებ გადატრიალებულ ფირფიტაზე ჩვენ არსად არ გავიქცევით და არსად არ დავდგებით. ერთი იმას მივაღწიეთ, რომ ერთიან პლაკატზე, სადაც პოლიტპატიმრები იყვნენ პატივი დაგვდეს და მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდა 7 თვის ბრძოლის შემდეგ. ასეთ ადამიანთან მივიდეთ და ანტურაჟად დავუდგეთ გვერდზე?! ვინც ედგნენ გვერდით, მათ არ ვეძახით ანტურაჟს, მათ აზრს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ ერთი საათით ადრე გეტყვიან - ხომ არ მოხვალ და დადგებიო - ეგ ანტურაჟად დაპატიჟებას ნიშნავს და ასეთი დამოკიდებულება სჩვევია ჩვენ მიმართ. უფრო მეტიც, იმასაც კი კადრულობდა, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ვინ მივიდოდა მის თათბირზე და ვინ დაესწრებოდა, ის გვკარნახობდა, ვინ მოვიდეს და ვინ არაო. ეგეთი რამე წარმოგიდგენიათ პარტნიორობაში?! როდესაც ლიდერი ხარ, ყველაზე თავმდაბლად უნდა იქცეოდე. ლიდერობა არ ნიშნავს გაყეყეჩებას, ლიდერობა ნიშნავს პატივისცემას იმ ადამიანებისა, ვის ლიდერებადაც გინდა რომ წარმოჩნდე, მით უმეტეს, პოლიტიკურ პარტიებზეა საუბარი, რომელსაც ასი ათასობით ადამიანი ზურგს უმაგრებს და როცა "ნაციონალურ მოძრაობას" ელაპარაკები, რომლის მთავარი ლიდერი მიხეილ სააკაშვილია, ასეთი მოპყრობა უბრალოდ, წარმოუდგენელია.
სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა შანსი, რომ თუნდაც სიმბოლურად პოლიტიკური ჟესტი განეხორციელებინა და მისი მხრიდან დაჭერილი არ ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი. ახლა სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერაცაა დაპატიმრებული, მის მხრებზეცაა ეს და მის ბიოგრაფიაშიც ჩაიწერება", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
თაგები:
გიორგი ბარამიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს