Logo

გიორგი ბარამიძე – როგორც ვენეციის კომისიამ, ისე ეუთო/ოდირმაც მიუთითა, რომ ეს კანონი უნდა გაუქმდეს

პოლიტიკა
1461
Frontnews image description

როგორც ვენეციის კომისიამ, ისე ეუთო/ოდირმაც მიუთითა, რა არის მიუღებელი ევროპულ სტანდარტებთან და რა არ არის აბსოლუტურად მსგავსი ამერიკულ თუ სხვა კანონმდებლობასთან და რომ ეს კანონი უნდა გაუქმდეს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

 

“ესეც კიდევ ერთხელ მეტყველებს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის, რომელიც მუშაობს ევროპაში უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე და ასევე, არის ყველაზე მთავარი დამკვირვებელი საქართველოში დემოკრატიული პროცესებისა, მათ შორის, არჩევნების – იმის თაობაზე, რომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი კანონი ევროპულ სტანდარტებთან, ადამიანის უფლებებთან.

 

როგორც ვენეციის კომისიამ, ისე ეუთო/ოდირმაც მიუთითა, რა არის მიუღებელი ევროპულ სტანდარტებთან და რა არ არის აბსოლუტურად მსგავსი ამერიკულ თუ სხვა კანონმდებლობასთან და რომ ეს კანონი უნდა გაუქმდეს”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები