გიორგი ბარამიძე - საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეუნარჩუნდეთ უვიზო რეჟიმი, სანქციები კი გავრცელდეს ივანიშვილსა და მის რეჟიმზე


ავტორი
Front News საქართველო
“საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეუნარჩუნდეთ უვიზო რეჟიმი, სანქციები კი გავრცელდეს ივანიშვილსა და მის რეჟიმზე; ჩვენი მიზანია პოლიტპატიმრების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და საქართველოს საბოლოო გათავისუფლება რუსეთის გავლენიდან”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
"ჩვენი საუბარი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, საქართველოს მეგობართან რადოსლავ სიკორსკისთან ეხებოდა, რა თქმა უნდა, საქართველოს თემას. აქტუალური არის საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფალი ვიზების გაუქმების საკითხი, ყველამ ვიცით ეს და ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუნარჩუნდეთ უვიზო რეჟიმი, ხოლო რაც შეეხება დიდი სანქციები, მათ შორის სავიზო, დაედოს ივანიშვილს და მის მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდას რაც შეიძლება ფართოდ და ეს იყოს ძალიან მკაფიოდ გამიჯნული სანქციები, მათ შორის სავიზო მოღალატეთა რეჟიმზე და შენარჩუნება უვიზო რეჟიმის საქართველოს მოქალაქეებისთვის და ბუნებრივია ჩვენი სურვილი და მისწრაფება არის, ჩვენი მეგობრები დაგვეხმარონ საქართველოში პოლიტპატიმრების, პირველ ყოვლისა ჩვენი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ ამ ბრძოლაში პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ჩვენი სამშობლოს გათავისუფლება რუსეთის მეხუთე კოლონის და მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმისაგან. ამ საქმეში, ჩვენი მეგობრები, მათ შორის პოლონეთში არიან საქართველოს გვერდით და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ამ ყველაფერს მივაღწევთ”, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
თაგები:
გიორგი ბარამიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს