Logo

გიორგი ბოტკოველი - 4 ოქტომბერი იქნება დღე, როდესაც გავათავისუფლებთ ქვეყანას, ლევან ხაბეიშვილს, მიხეილ სააკაშვილს და ყველა პოლიტპატიმარს

პოლიტიკა
516
Frontnews image description

“ლევან ხაბეიშვილი დატყვევებულია მხოლოდ იმიტომ, რომ მან ხალხში გააღვიძა ქართული სული, რომლის ჩახშობასაც წლებია, ხელისუფლება ცდილობს – 4 ოქტომბერი იქნება დღე, როდესაც გავათავისუფლებთ ქვეყანას, ლევან ხაბეიშვილს, მიხეილ სააკაშვილს და ყველა პოლიტპატიმარს”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

"ამას არ სჭირდება დიდი იურისტობა, პირველი კურსელი იურისტისთვისაც კი პირდაპირ გასაგებია, რომ ამ ბრალს არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან და ლევანი არის ერთადერთი რამისთვის დატყვევებული, რადგან ლევანის დაიჯერა ძალიან ბევრმა ადამიანმა. ლევანმა შეძლო, რომ გაეღვიძებინა ის ქართული სული, რომელიც არსებობდა ამ ადამიანებში და ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ჩაეხშო, ამიტომ, რა თქმა უნდა, 4 ოქტომბერი არის ის დღე, როდესაც ჩვენ განვათავისუფლოთ პირველ რიგში

ჩვენი სახელმწიფო ჩვენი ქვეყანა, გავათავისუფლოთ ლევან ხაბეიშვილი, მიხეილ სააკაშვილი და ყველა ის პოლიტიკური ტყვე, რომელიც დატყვევებული ჰყავს ივანიშვილის რეჟიმს”, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

Advertisement