გიორგი ბოტკოველი - დავიწყეთ იმპიჩმენტის პროცედურა, უკვე მეორე დღეა, ველოდებით "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლებს


ავტორი
Front News საქართველო
გორის საკრებულოს თავმჯდომარემ გააჟღერა “ოცნების” რუსული ნარატივი, იმპიჩმენტისთვის კი აუცილებელია გახარიას წარმომადგენლების ხელმოწერა თუ სურთ, რომ წარმოჩნდნენ ნამდვილად ოპოზიციად, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
“ჩემი შეფასება ამ ყველაფერს აღარ სჭირდება, უკვე შეაფასა სრულიად საზოგადოებამ ის სამარცხვინო, მოღალატეობრივი განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ გორის საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან, თუმცა ეს არავის არ გაჰკვირვებია.
არაერთი მისი განცხადება მოგვისმენია, რომელიც პირდაპირ ჯდება რუსულ ნარატივში და იმ პოზიციაში, რა პოზიციაც გააჩნია ზოგადად დღევანდელ ე.წ ხელისუფლებას. მან გააჟღერა “ოცნების” ის პოზიცია, რომელსაც მუდმივად ვისმენთ და საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამას აკეთებს გორის საკრებულოს თავმჯდომარე, ნაომარი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც პირდაპირ დავალებას ასრულებს ივანიშვილისას და ეს არის მათი რეალური სახე.
რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცედურას, ჩვენ გუშინვე დავიწყეთ აღნიშნული პროცედურა, სადაც ჩვენ გვყავს 9 საკრებულოს წევრი, აღნიშნულ საკითხს სჭირდება 12 ხმა. რეალური ოპოზიციის შემთხვევაში 12 ხმა არის შესაძლებელი, ჩვენ უკვე მეორე დღეა, ველოდებით "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლებს, პირველ ეტაპზე უარი განაცხადეს, შემდეგ თითქოს ჩვენ დავაბრალეთ, რომ მათ უარი განაცხადეს და მერე ვითომ გამოასწორეს და განცხადება გაავრცელეს, მაგრამ საღამოს ეს ადამიანები დაიკარგნენ და ვერ მოახერხეს ხელის მოწერა იმ დოკუმენტზე, რომელი დოკუმენტიც რეალურად საჭიროა იმპიჩმენტის პროცედურის განსახორციელებლად, ამიტომ მათ კიდევ აქვთ და თუ ვინმესთან სურთ წარმოჩნდნენ ოპოზიციურ პარტიად დროზე მოახდინონ აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერა, რადგან დროულად დავიწყოთ პროცედურები”, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
თაგები:
გიორგი ბოტკოველი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს