გიორგი ბოტკოველი - ერთადერთი მოძალადე დღეს საქართველოში ივანიშვილის რუსული რეჟიმია


ავტორი
Front News საქართველო
“ერთადერთი მოძალადე დღეს საქართველოში ივანიშვილის რუსული რეჟიმია. დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბერს იქნება ძალიან ბევრი ადამიანი და სწორედ ბევრი პატრიოტი ადამიანის ძალა დაამარცხებს რუსულ რეჟიმს, რომლითაც მიეცემა ქვეყანას რომ განვითარდეს”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
“ერთადერთი, ვინც მოძალადეა დღეს ჩვენს ქვეყანაში, არის სწორედაც რუსული რეჟიმი, ვინც უბიძგებს ადამიანებს, რომ მათ იბრძოლონ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროტესტი იქნება იმდენად დიდი, იმდენად ხალხმრავალი, რომ მათ არ მიეცემათ იმის საშუალება, რაც აქვთ ჩანაფიქრი, რომ მოაწყონ სხვადასხვა პროვოკაციები. ყველაფერს ეცდებიან და ბოლო თვეების განმავლობაში საკმარისად ცდილობდნენ, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინათ როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის და გადაბრალების რეჟიმში არიან, ცდილობენ არეულობის ფონი შეიტანონ ადამიანებში, რომ ბევრი ადამიანი არ მოვიდეს პროტესტზე. დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბერს იქნება ძალიან ბევრი ადამიანი და სწორედ ბევრი პატრიოტი ადამიანის ძალა დაამარცხებს რუსულ რეჟიმს, რომლითაც მიეცემა ქვეყანას რომ განვითარდეს”, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
თაგები:
გიორგი ბოტკოველი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს