Logo

გიორგი ბოტკოველი - ეს იქნება ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის და სწორედ ეს უნდათ მათაც

პოლიტიკა
329
Frontnews image description

ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა იქნება ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მიცემა და სწორედ ეს უნდა „ოცნებასაც“. ჩვენი მიზანი კი არის, რომ არ შედგეს ადგილობრივი არჩევნები, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა.

სოციალური კვლევის და ანალიზიც ინსტიტუტმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა ამ კვლევის შედეგებით, მოსახლეობის 54% პროცენტი ამბობს, რომ მომხრეა ოპოზიციამ მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველობის არჩევნებში, მაგრამ ასევე ეს გამოკითხვა აჩვენებს, რომ ინდივიდუალურად პარტიების მონაწილეობას აზრი არ აქვს, თუ გადაწყვეტილება საერთო არ იქნება, რასაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი;

"საერთოდ ამაზე საუბარიც არ შეიძლება და ერთადერთ რამეზე უნდა ვისაუბროთ - როგორ ვნახოთ ერთმანეთში ის კონსოლიდაციის უნარი, რომ ჩვენ ერთობლივად გავაკეთოთ ის, რომ ეს ადგილობრივი არჩევნები არ შედგეს, ეს არის ფაქტობრივად ამ ადამიანების წინაშე დანაშაული, რომლებიც ყოველდღიურად დგანან რუსთაველზე. პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს იქნება ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის და სწორედ ეს უნდათ მათაც“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

Advertisement