Logo

გიორგი ბოტკოველი - ლევან ხაბეიშვილის იზოლაცია იყო მოსალოდნელი, რადგან ხელისუფლებას ეშინია 4 ოქტომბრის და ქართველი ხალხის ძალის

პოლიტიკა
167
Frontnews image description

“ლევან ხაბეიშვილის იზოლაცია იყო მოსალოდნელი, რადგან ხელისუფლებას ეშინია 4 ოქტომბრის და ქართველი ხალხის ძალის“, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

"ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სანამ ლევანს დააკავებდნენ ვხედავდით ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რაღაც ღლიცინს, თითქოს ლევანს არაფერი შეუძლია, არაფერი შეუძლია ოპერაციას, მაგრამ თურმე აღმოჩნდა რომ მათ ძალიან დიდი შიში აქვთ ამ ყველაფრის და ძალიან ეშინიათ 4 ოქტომბრის. ის, რომ ლევან ხაბეიშვილს აუცილებლად აუკრძალავდნენ კომუნიკაციას გარე სამყაროსთან ეს მოსალოდნელიც იყო, ნამდვილად არ იყო მოულოდნელი, იმიტომ რომ მან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ დიდი მხარდაჭერა მოიპოვა და ხედავდნენ ადამიანები თუ როგორი აქტიური იყო ის, როგორი თავდადებული იყო. მე დარწმუნებული ვარ, ციხის კედლებიდანაც, სანამ ის გათავისუფლდება, ასე გააგრძელებს.

რაც შეეხება მოწმეებზე ზემოქმედებას, ანუ წერილებს მისწერს გდდს თანამშრომლებს თუ რანაირად შეიძლება მოწმეებზე ზემოქმედება? მოწმეები არიან გდდს 3 თანამშრომელი, რომლებმაც რაღაც აბსურდული მოიგონეს, რომ თითქოს მათ შეურაცხმყოფლად მიიღეს ის ყველაფერი, რაზეც ლევანი საუბრობდა. ამიტომ ეს არის აბსურდული, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან, მაგრამ ერთის მხრივ გამიზნული, რადგან მათ ეშინიათ 4 ოქტომბრის რეალურად, ეშინიათ ლევან ხაბეიშვილის და რაც მთავარია - ეშინიათ ქართველი ხალხის, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად განაჩენს გამოუტანს რუსულ რეჟიმს", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

Advertisement