Logo

გიორგი ბოტკოველი - მეტი დრო დავუთმოთ 4 ოქტომბერს, ეს არის ქართველი ხალხის შეკრების დღე

პოლიტიკა
294
Frontnews image description

გარეთ ხალხი იბრძვის იმისთვის, რომ ქვეყანა გადაარჩინონ და ვიღაცა იბრძვის იმისთვის, რომ საკრებულოში ერთი-ორი სკამი მოიპოვონ და იმასაც ვერ მოიპოვებენ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს 4 ოქტომბრის აქციას.

"დარწმუნებული ვარ, იმდენი ხალხი არ გამოსულა აქციაზე, რაც 4 ოქტომბერს გამოვა. მანამდე რატომ ვერ მოხერხდა, ამას აქვს გარკვეული მიზეზები. არც შემზადებული არ იყო ვითარება. ახლა ვხედავთ, რომ "ქართულ ოცნებაში" შიდა რღვევები, ერთმანეთის ჭამა და დაპირისპირებები მიმდინარეობს. დიდი არეულობაა რუსულ რეჟიმში და ამას გარედანაც ხედავს ყველა.

გარეთ ხალხი იბრძვის იმისთვის, რომ ქვეყანა გადაარჩინონ და ვიღაცა იბრძვის იმისთვის, რომ საკრებულოში ერთი-ორი სკამი მოიპოვონ და იმასაც ვერ მოიპოვებენ იმიტომ, რომ არის მუნიციპალიტეტები, სადაც სოფლებშიც არ ჰყავთ მაჟორიტარები. მეტი დრო დავუთმოთ 4 ოქტომბერს და მე მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს არ არის არჩევნებში მონაწილეობის დღე, ეს არის ქართველი ხალხის შეკრების დღე და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბება და იქ იქნებიან გულანთებული ადამიანები თავიანთი ოჯახებით.

რეჟიმს ეშინია ლევან ხაბეიშვილის და ქართველი ხალხის, რომელიც, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოუტანს განაჩენს ამ რეჟიმს", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

Advertisement