გიორგი ბოტკოველი - მზად ვართ, ნებისმიერ პროცესში მივიღოთ მონაწილეობა, რომელიც ოპოზიციური ძალების ერთიანობისკენ იქნება მიმართული

ავტორი
Front News საქართველო
ძალიან მარტივი რამ არის საჭირო - საკუთარი პოლიტიკური ეგოს გვერდზე გადადება, საკუთარი პოლიტიკური მიზნების, ამბიციების გვერდზე გადადება და დადგომა ერთად, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
ბოტკოველმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი მზადაა ერთობლივი ბრძოლისთვის.
"ძალიან მარტივი რამ არის საჭირო - საკუთარი პოლიტიკური ეგოს გვერდზე გადადება, საკუთარი პოლიტიკური მიზნების, ამბიციების გვერდზე გადადება და დადგომა ერთად. აღარ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ გუშინ ვინ ვისზე რას ამბობდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანას ვკარგავთ და ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ. ჩვენ ამ მოწოდებით ვიყავით ყოველთვის, ვართ და ვიქნებით მზად, რომ ნებისმიერ პროცესში მივიღოთ მონაწილეობა, რომელიც ოპოზიციური ძალების ერთიანობისკენ იქნება მიმართული. მზად ვართ, ნებისმიერი მაგიდის მუშაობაში მივიღოთ მონაწილეობა, სადაც ერთიანობაზე იქნება საუბარი", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
თაგები:
გიორგი ბოტკოველი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


