გიორგი ბოტკოველი - ყველა პოლიტიკურ ძალას უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს

ავტორი
Front News საქართველო
ყველა პოლიტიკურ ძალას, ვინც დღეს საქართველოშია, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ყველა უნდა დადგეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მათ შორის მესამე სექტორიც.
"ყველა პოლიტიკურ ძალას, ვინც დღეს საქართველოშია, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს. მე არ ვფიქრობ, რომ უნგრეთისა და საქართველოს შემთხვევები იდენტურია, არ ვფიქრობ, რომ ერთნაირი ავტორიტარიზმი იყო უნგრეთში, იქ შეიძლება ჩვენ დავინახეთ, რომ არჩევნებით გამარჯვება ძალიან მარტივად მოხდა, მაგრამ ჩვენთან სულ განსხვავებული ვითარებაა. ჩვენ დღეს "ხელისუფლებაში" გვყავს ე.წ. მმართველი ივანიშვილი, რომელიც არაპოლიტიკური მიზნებით - ტყუილებით, პატარა ბავშვების მკვლელობებით და ათასი სიბინძურით მოვიდა 2012 წელს, ამიტომ, ჩვენ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს და იმიტომ ვსაუბრობთ ერთიანობაზე, რომ გვერდზე გადავდოთ რაღაცები და ყველამ ერთად ვიმუშაოთ, ყველა დადგეს ერთი მიზნისთვის. მოდი, ყველას არ მოგვწონდეს ის, ვინც ნამდვილად არ უნდა მოგვწონდეს - ეს არის ივანიშვილი, რომელიც გვართმევს სახელმწიფოებრიობას", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
თაგები:
გიორგი ბოტკოველი




