Logo

გიორგი ბოტკოველი - რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა, რომ დამნაშავეები, მილიარდების მომპარავები იყვნენ გარეთ, პოლიტიკოსები იყვნენ ციხეში

პოლიტიკა
257
Frontnews image description

დღეს რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დამნაშავეები, მილიონებისა და მილიარდების მომპარავები იყვნენ გარეთ, ადამიანები, პოლიტიკოსები, რომლებიც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, ისინი იყვნენ ციხეში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილის დაკავების ერთადერთი არგუმენტი გამოძიებას ჰქონდა 4 ოქტომბრის აქციისთვის მოწოდებები.

"დღეს რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დამნაშავეები, მილიონებისა და მილიარდების მომპარავები იყვნენ გარეთ, ადამიანები, პოლიტიკოსები, რომლებიც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ - ისინი იყვნენ ციხეში. 

ერთადერთი არგუმენტი ჰქონდათ, როდესაც ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში გაუშვეს ამბობდნენ, რომ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით ის აკეთებს მოწოდებებს და ამიტომ, უნდა იჯდეს ციხეში. ახლა გავიდა დრო, 4 ოქტომბერი აღარ არის, არის 28 ოქტომბერი და ვერ დაასაბუთეს, რატომ უნდა იყოს ისევ პატიმრობაში", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

მოსამართლე ნანა შამათავამ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში დატოვა.

Advertisement