გიორგი ბოტკოველი – სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, თუმცა უარს არ ამბობს ექიმებთან კონსულტაციაზე

ავტორი
Front News საქართველო
ჩემდა საბედნიეროდ და გასაკვირად ნახევარზე მეტი რაც ვისაუბრეთ, ვისაუბრეთ თელავზე, – ამის შესახებ თელავის მერობის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
“ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ვისაუბრეთ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე, ჩემდა საბედნიეროდ და გასაკვირად, ნახევარზე მეტი ვისაუბრეთ თელავზე და ბევრ რამეს მეკითხებოდა. მიუხედავად 20-დღიანი შიმშილობისა და ფიზიკური მდგომარეობისა, არის ძალიან მხნედ, შემართებით და მზად, რომ ჩვენ, მისმა თანაგუნდელებმა და მან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ქვეყანა გამოვიყვანოთ იმ მდგომარეობიდან, რა მდგომარეობაშიც ჩააგდო ივანიშვილის რეჟიმმა. სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, თუმცა უარს არ ამბობს ექიმებთან კონსულტაციაზე, მზად არის, ისაუბროს მათთან და ჰქონდეს კომუნიკაცია, მაგრამ არ აპირებს, შეწყვიტოს შიმშილობა.
რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციას, ამ ყველაფერზე პასუხს გაგცემთ მისი პირადი ექიმი, როცა ის შევა და ისაუბრებენ ამ საკითხზე. ამ წუთის მდგომარობით, ის არ აპირებს კლინიკაში გადასვლას, მაგრამ არ აპირებს, უარი თქვას კონსულტაციაზე ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან. სააკაშვილის გზავნილებს თქვენ ყოველდღიურად ეცნობით, ვისაუბრეთ ამ თემაზეც და ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ მეორე ტურში, რომ დავიხსნათ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრობიდან“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
მიხეილ სააკაშვილთან დღეს დევი ჭანკოტაძეც იმყოფებოდა.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


