Logo

გიორგი ბურჯანაძე - ხაზგასმულია, რომ ის კანონმდებლობა, რომელსაც იღებენ, მიზნად ისახავს პროტესტის ჩახშობას

პოლიტიკა
128
Frontnews image description

წინა დასკვნასთან შედარებით, ხაზგასმულია, რომ ის კანონმდებლობა, რომელსაც იღებენ, მიზნად ისახავს პროტესტის ჩახშობას, - ამის შესახებ "ღია საზოგადოება საქართველოს" წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა. 

"ის პატიმრობები, რაც საქართველოს ათეულობით მოქალაქემ მოიხადა და ის პატიმრობები, რომელსაც დღეს იხდიან დროებითი მოთავსების იზოლატორებში სრულიად შეუსაბამოა ადამიანის უფლებებთან და ამაზე საუბრობს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალრეპუტაციული ორგანიზაცია "ეუთო/ოდირი", რომლის მსოფლიოში ცნობილმა ექსპერტებმა პირდაპირ შეაფასეს, რომ ეს სრულიად შეუსაბამოა ეს ყველაფერი ადამიანის უფლებებთან და წინა დასკვნასთან შედარებით, ხაზგასმულია, რომ ის კანონმდებლობა, რომელსაც იღებენ, მიზნად ისახავს პროტესტის ჩახშობას", - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

ეუთო/ოდირმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ოქტომბერში შეტანილი ცვლილებები შეშფოთებას იწვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის კუთხით და უნდა გაუქმდეს".

Advertisement