გიორგი ბუტიკაშვილი - დიდი ალბათობით, უვიზო რეჟიმი შეუწყდება "ქართულ ოცნებას" და მასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს, მოსამართლეებს

ავტორი
Front News საქართველო
დიდი ალბათობით, უვიზო რეჟიმი შეუწყდება "ქართულ ოცნებას" და მასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს, მოსამართლეებს და საპოლიციო სისტემის წარმომადგენლებს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში დემოკრატიას ბოლომდე გამოეთხარა ძირი.
"რასაც ვხედავთ, საქართველოში წინსვლა არ ფიქსირდება, პირიქით, დემოკრატიას ბოლომდე გამოეთხარა ძირი და შესაბამისად, ანგარიშიც ძალიან კრიტიკულია.
ამ ანგარიშზე დაფუძნებით გადაწყვეტს ევროკავშირი უვიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით და იმ ახალი რეგულაციით, რაც ევროკავშირს აქვს, დიდი ალბათობით, უვიზო რეჟიმი შეუწყდება "ქართულ ოცნებას" და მასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს, მოსამართლეებს და საპოლიციო სისტემის წარმომადგენლებს", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი 2025 წლის ევროკავშირის გაფართოების პაკეტს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტს წარუდგენს. არსებული ინფორმაციით, 4 ნოემბერს გამოქვეყნდება საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშიც, რომელიც, როგორც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, იქნება გრძელი და არსებითი დოკუმენტი.
თაგები:
გიორგი ბუტიკაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


