Logo

გიორგი ბუტიკაშვილი - ეს არის ცალსახა საბოტაჟი, რასაც "ქართული ოცნება" მიმართავს

პოლიტიკა
40
Frontnews image description

"ქართული ოცნება" გვტოვებს მარტო რუსეთთან, ირანთან და ჩინეთთან. ჩვენთვის მთავარია, რომ შევინარჩუნოთ ძალა, რომელიც გვაქვს პროდასავლურ პარტიებს, -  ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ემუქრება ამერიკას, რომელიც 30 წელზე მეტია დგას საქართველოს გვერდით, იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და  ტერიტორიულ მთლიანობას.

"კოალიციის სახელით მინდა, გამოვეხმაურო "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელ საბოტაჟს ჩვენი დასავლელი მეგობრებისგან წინააღმდეგ. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ამერიკის ელჩის ინტერვიუ "რადიო თავისუფლებასთან", რომელმაც ცხადად გამოაჩინა, თუ როგორ მოქმედებს "ქართული ოცნება" და რა განზრახვები აქვს მას საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ამერიკის ელჩის ინტერვიუდან ჩვენ ვნახეთ, რომ "ქართული ოცნება" ემუქრება ამერიკას, ქვეყანას, რომელიც 30 წელზე მეტია, დგას საქართველოს გვერდით, იცავს ჩვენს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას. ქვეყანა, რომელიც არის მსოფლიოში პირველი, ქვეყანა, რომელიც იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც დღეს გაუქმებულია.

ამ ინტერვიუდან ჩვენ გავიგეთ, რომ ამერიკაში ბიზნესმენები, რომლებიც აპირებდნენ საქართველოში ინვესტიციების შემოტანას, გაუქმებულია და გაჩერებულია, ანუ, "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს მარტო იზოლაციაში და პარალელურად, აკეთებს ალიანსებს სირანთან, ჩინეთსა და რუსეთთან. ეს არის ცალსახა საბოტაჟი, რასაც "ქართული ოცნება" მიმართავს. 

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის თავდასხმა ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე - გერმანიის ელჩზე, ბრიტანეთის ელჩზე. ეს თავდასხმები არ არის კონკრეტულ ადამიანებზე, არამედ ეს სახელმწიფოებზე თავდასხმაა. "ქართული ოცნება" გვტოვებს მარტო რუსეთთან, ირანთან და გვტოვებს მარტო ჩინეთთან. ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ძალა, რომელიც გვაქვს პროდასავლურ პარტიებს. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. მიუხედავად გამოწვევებისა, ისინი ყოველთვის დგანან ქართველი ხალხის გვერდით", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

Advertisement