Logo

გიორგი ბუტიკაშვილი - "ქართულ ოცნებას" სურს, აღიარონ ისეთი, როგორიც არის და ამას საუბრობენ ამერიკელებთან საუბრისას ყოველ ჯერზე

პოლიტიკა
144
Frontnews image description

"ქართულ ოცნებას" სურს, მიიღონ და აღიარონ ისეთი, როგორიც არის და ამას საუბრობენ ამერიკელებთან საუბრისას ყოველ ჯერზე, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასე ვითარების სტაბილურობა ვერ მოხერხდება.

"ამერიკისთვის წითელი ხაზია მათ შორის პარტიების აკრძალვის დაინიციირება, მათ შორის პოლიტიკური ლიდერების დევნა და ამაზე ღიად საუბრობენ ჩვენს ყველა კომუნიკაციაში.

"ქართულ ოცნებას" სურს, მიიღონ და აღიარონ ისეთი, როგორიც არის და ამას საუბრობენ ამერიკელებთან საუბრისას ყოველ ჯერზე, თუმცა, ამით სტაბილურობა ვერ მიიღწევა, რადგან ჩვენ არ ვართ არც ბელორუსია და არც აზერბაიჯანი. წინააღმდეგობა გაგრძელდება სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხრიდანაც და ვითარების ისე დასტაბილურება ვერ მოხდება, როგორც ეს "ქართულ ოცნებას" სურს", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები