გიორგი ბუტიკაშვილი - "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, რომ უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საშიშროების წინაშე აღმოვჩენილიყავით

ავტორი
Front News საქართველო
"ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საშიშროების წინაშე აღმოვჩენილიყავით, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" არასწორი და არადემოკრატიული ქმედებები ქართულ საზოგადოებას პრობლემებს უქმნის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.
"უვიზო მიმოსვლა და ზოგადად, ასოცირების ხელშეკრულება არის პრივილეგია იმ სახელმწიფოსთვის, სადაც დაცული არის ადამიანის უფლებები და სადაც დემოკრატია წარმოადგენს მყარ საფუძველს, რაც საქართველოში ბოლო ორი წელია, სრულად ხელყოფილია. "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ ამ საშიშროების წინაშე აღმოვჩენილიყავით.
ჩვენ ევროკავშირის წევრობა სწორედ იმიტომაც გვინდა, რომ აქ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის დამნაშავეც დაცული იყოს კანონის უზენაესობით. ამავდროულად, არავინ არ უნდა ველოდეთ, რომ ირაკლი კობახიძე და ეს რუსული რეჟიმი თავისი ნებით დაუბრუნდება დემოკრატიულ გზას. მათი არასწორი და არადემოკრატიული ქმედებები ქართულ საზოგადოებას პრობლემებს უქმნის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.
11 ივნისს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების საკითხი განიხილება.
თაგები:
გიორგი ბუტიკაშვილი




