გიორგი ბუტიკაშვილი - მოთხოვნებიდან არცერთი არ შესრულებულა და პირიქით, ვითარება უფრო დამძიმდა


ავტორი
Front News საქართველო
მოთხოვნებიდან არცერთი არ შესრულებულა და პირიქით, ვითარება უფრო დამძიმდა და "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დევნა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" ევროკავშირისთვის უნდა წარედგინა წინსვლის ანგარიში, რომელშიც კონკრეტული მოთხოვნები შესრულებული უნდა ყოფილიყო.
"ქართულ ოცნებას " ევროკავშირისთვის უნდა წარედგინა წინსვლის ანგარიში, რომელიც გულისხმობდა "რუსული კანონების" გაუქმებას, რეპრესიების შეჩერებას და დიალოგს პროდასავლურ ძალებთან, მათ შორის არასამთავრობო სექტორთან, შესაბამისად, ის, რაც "ქართულმა ოცნებამ" გააგზავნა არის ტყუილი.
ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მოთხოვნებიდან არცერთი არ შესრულებულა და პირიქით, ვითარება უფრო დამძიმდა და "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დევნა", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.
თაგები:
გიორგი ბუტიკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს