Logo

გიორგი ბუტიკაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის დამხმარე საშუალება "მეგობარი აქტისთვის"

პოლიტიკა
81
Frontnews image description

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ცალსახად აჩვენებს, რომ ამერიკა ყურადღებას აქცევს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ანგარიში "მეგობარი აქტისთვის" დამხმარე საშუალება იქნება.

"ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ცალსახად აჩვენებს, რომ ამერიკა ყურადღებას აქცევს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. შეფასება ცალსახა არის, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა, რაც ცხადია, პირდაპირ აისახება "მეგობარ აქტზე". 

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის დამხმარე საშუალება "მეგობარი აქტისთვის", რომელსაც აამოქმედებენ. ამ დოკუმენტში ყველაფერი აღწერილია და აღარ სჭირდება ამერიკას გამოიძიოს, თუ რა ხდება საქართველოში, რადგან ეს ყველაფერი ამ დოკუმენტშია ძალიან კარგად აღწერილი", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიშს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს, სადაც საპროტესტო აქციებზე განვითარებულ მოვლენებზე და მედიაგარემოს მდგომარეობაზეა ყურადღება გამახვილებული.

Advertisement