Logo

გიორგი ბუტიკაშვილი - ვიზიტი იქნება აპრილის ბოლოს, ან მაისის დასაწყისში, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ წავა

პოლიტიკა
246
Frontnews image description

ზუსტად ვიცი, რომ ეს ვიზიტი იქნება აპრილის ბოლოს, ან მაისის დასაწყისში, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ წავა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის შეხვედრები დასავლელ პარტნიორებთან არის სერიოზული და მნიშვნელოვანი.

"ზუსტად ვიცი, რომ ეს ვიზიტი იქნება აპრილის ბოლოს, ან მაისის დასაწყისში. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ წავა. ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკურ ლიდერებს პასპორტები აქვთ ჩამორთმეული, თუმცა ეს შეხვედრა შედგება, ასევე დისტანციური ჩართვებითაც, ამიტომ, "ქართულ ოცნებას" არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ ჩვენ რაიმე პროცესში შეგვაჩერებს და შეაჩერებს იმ პოლიტიკურ პროცესებს, რაც ალიანსმა დაიწყო.

"ქართულ ოცნებას" არასდროს არ უნდა, ან ვერ უნდა რუსეთიდან გამომდინარე ამერიკასთან წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ ჩვენს ყველა შეხვედრაზე, შეიძლება ზედაპირზე არ ჩანს, მაგრამ ყველა შეხვედრა, რომელიც ტარდება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან არის ძალიან მკაცრი", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

ოპოზიციური ალიანსის ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვიზიტები იგეგმება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები