Logo

გიორგი ჩალაძე – დღეში 100 კაცამდე გარდაცვლილი მოგვენატრება, რადგან სექტემბერი იქნება ძალიან მძიმე

პოლიტიკა
1499
Frontnews image description

დღეში 100 კაცამდე გარდაცვლილი მოგვენატრება, იმიტომ რომ სექტემბერი იქნება ძალიან მძიმე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გენეტიკის ლაბორატორიის დირექტორი  გიორგი ჩალაძე აცხადებს. 

 

მისი თქმით, ადამიანები “ქართული ოცნების” პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო იხოცებიან.

 

“დღეში 100 კაცამდე გარდაცვლილი მოგვენატრება, იმიტომ რომ სექტემბერი იქნება ძალიან მძიმე. პირდაპირი გაგებით, შავი სექტემბერი გველოდება. ადამიანები ამოწყდებიან პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო, რომელიც მიღებულია “ქართული ოცნების” მიერ.

 

არჩევნები დამთავრდება თუ არა, ჩვენ ვიხილავთ რეალურ სურათს. ამათი იდეაა, პირველი – შეგვკეტოს სახლებში შიშით, მეორე – გაწყვიტოს რაც შეიძლება ბევრი ადამიანი, მესამე – ხელი შეუშალოს მოქალაქეებს მივიდეს და ხმა მისცეს და მეოთხე – ვინც კი დარჩენილია ბიზნესში ისინიც ჩაისვას ჯიბეში, რომ ვერავინ ხმა ვერ ამოიღოს”, – განუცხადა გიორგი ჩალაძემ “მთავარ არხს”.

Advertisement