გიორგი ჩალაძე – ველოდები, რომ ისევ იქნება გარდაცვალების მაღალი ციფრები, გავრცელების მაღალი ტემპი


ავტორი
Front News საქართველო
გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი, გიორგი ჩალაძე არ გამორიცხავს, რომ თუ ვაქცინაცია ქვეყანაში ისევ ჩავარდება, დამატებით რეგულაციების შემოღება გახდება საჭირო, რაც ბიზნესს დააზარალებს და ადამიანები შიმშილით დაიხოცებიან, შეზღუდვების არდაწესების შემთხვეევაში კი- ვირუსით.
“არ მაქვს იმედი, რომ მიიღებენ რეალურ ზომებს. ველოდები, რომ ისევ იქნება გარდაცვალების მაღალი ციფრები, გავრცელების მაღალი ტემპი და გადატვირთული საავადმყოფოები. ამჯერად უკვე აპირებენ პასუხისმგებლობის გადატანას კერძო სექტორზე, როგორც საავადმყოფოების, ასევე ვაქცინაციის პირობებში. ეს არის უგუნური, არაფრისმაქნისი, ადამიანების მკვლელი მთავრობა, როგორც ბიზნესის კუთხით, ასევე პირდაპირ სიცოცხლეებით მოთამაშე და მოვაჭრე.
ცუდ სიტუაციაში ვართ. ჩაკეტავენ და ადამიანები შიმშილით დაიხოცებიან, ბიზნესი მოკვდება. არ ჩაკეტავენ და ადამიანები პირდაპირ დაიხოცებიან ამ ვირუსით. რთული გადაწყვეტილებაა მისაღები, მაგრამ ამის გაკეთება შესაძლებელია, თუკი არსებობს გეგმა. ოღონდ გეგმებს როგორც ასრულებენ, ნახეთ”, – აცხადებს გიორგი ჩალაძე.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს