Logo

გიორგი გაბუნია - ეს იყო კარგად ორგანიზებული, გარედან კარგად მხარდაჭერილი და დაფინანსებული, უბინძურესი აქტი

პოლიტიკა
124
Frontnews image description

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას განცხადებით, 4 ოქტომბრის აქცია იყო კარგად ორგანიზებული, გარედან კარგად მხარდაჭერილი და დაფინანსებული, უბინძურესი აქტი, რომელიც განხორციელდა ქვეყნის წინააღმდეგ.

მისივე თქმით, ამ ძალადობაში ვის რა როლი ჰქონდა, ვინ ორგანიზატორი იყო და ვინ დამხმარე, ეს უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია.

"ეს იყო კარგად ორგანიზებული, გარედან კარგად მხარდაჭერილი და დაფინანსებული, უბინძურესი აქტი, რომელიც განხორციელდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. იყო პრეზიდენტის სასახლეზე შეტევა, მოხდა ძალადობა. ვის რა როლი ჰქონდა ამ საქმეში, ვინ ორგანიზატორი იყო, ვინ წამქეზებელი იყო, ვინ დამხმარე იყო, ვინ უშუალო ამსრულებელი იყო, ეს უკვე არის სასამართლოს გადასაწყვეტი. როდესაც ხდება დანაშაულის დაგეგმვა და მით უმეტეს, ასეთი ორგანიზებული დანაშაულის დაგეგმვა, იქ შესაძლებელია, რომ ერთ-ერთი ორგანიზატორი არ იყოს ადგილზე, მაგრამ სხვა საქმეს აკეთებდეს. ეს უკვე სასამართლო გამოძიების საკითხია", - აცხადებს გიორგი გაბუნია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები