
ავტორი
Front News საქართველო
გაკვირვებული არ ვარ, ჩვენ გვქონდა იმედი, რომ შეიძლებოდა რამე მომხდარიყო, ოღონდ არა იმ თვალსაზრისით, რომ ვთქვათ მოსამართლეები გადაწყვეტდნენ, – ამის შესახებ “მთავარი არხის” დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გაბუნიამ სააპელაციო სასამართლოსთან განაცხადა.
“ჩვენ მოლოდინი გვქონდა, რომ დატოვებდა როგორც მინიმუმ იგივეს. პრაქტიკულად იგივე დარჩა, მაგრამ ფორმალურად ესეც სიგნალი იყო ჩემი აზრით და მინიშნება მოგვცეს, რომ სადაც საქალაქო სასამართლომ ჯარიმა დაუწესა ნიკას, იქაც პატიმრობა მიუსაჯეს და უბრალოდ ზუსტად ერთი და იგივე ვადაა და ამიტომ შთანთქა ერთმანეთი ამ სასჯელმა.
გაკვირვებული არ ვარ, ჩვენ გვქონდა იმედი, რომ შეიძლებოდა რამე მომხდარიყო, ოღონდ არა იმ თვალსაზრისით, რომ ვთქვათ მოსამართლეები გადაწყვეტდნენ. არა, შეიძლება რაღაცა ხდებოდა სცენის მიღმა და შეიძლებოდა ბიძინა ივანიშვილს დასჭირვებოდა ნიკა თავისუფალი, რაც ჩვენ არ ვიცოდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არა. ჯერ კიდევ ივანიშვილს სჭირდება, რომ ნიკა იყოს ციხეში.
თუ ქვეყანაში შეიცვლება მდგომარეობა, ან საერთაშორისო არენაზე ისე, რომ ნიკას თავისუფლება უფრო მომგებიანი იყოს “ქართული ოცნებისთვის”, მაშინ ნიკას გაათვისუფლებდნენ, თორემ საქმეში რა ხდება, ჩვენ რა გვინდა, სხვას რა სჭირდება, რა თქმა უნდა, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს”, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
თაგები:
გიორგი გაბუნია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს