
ავტორი
Front News საქართველო
საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობა გახლავთ სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისად, ამას მოჰყვება ადეკვატური რეაგირება, – განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ, რომელმაც უპასუხა კითხვას, თუ რატომ არ თანამშრომლობს საგამოძიებო კომისიასთან „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, რომლის საქმეც პროკურატურას გადაეცა.
გაბუნიას განცხადებით, კომისიაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში დადგება სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
“ყველამ უნდა გაიგოს, რომ საგამოძიებო კომისიაში გამოცხადება არის სავალდებულო და გამოუცხადებლობის შემთხვევაში დადგება სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. შესაბამისად, აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს და ნებისმიერი განცხადება, რომელიც დაკავშირებულია საგამოძიებო კომისიის მიმართ კითხვის ნიშნის დასმასთან, არის აბსოლუტური, პოლიტიკური სპეკულაცია და არანაირი საფუძველი არ აქვს“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
კითხვაზე, შესაძლოა, ბადრი ჯაფარიძეს მიზეზი ჰქონდეს, რის გამოც არ მიდის კომისიაზე, გაბუნიამ განაცხადა, რომ “ყოველ შემთხვევაში ჩვენ ეს მიზეზები არ მოგვისმენია“.
თაგები:
გიორგი გაბუნია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს