
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილებაში შეტანილი ცვლილება, რომელიც გავრცელდა ინტერპრეტაციით, თითქოს საარჩევნო ოლქში მყოფ ადამიანს ეკრძალებოდა ამომრჩევლისთვის მოთხოვნა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელზეც ოპოზიციამ განაცხადა, რომ ამ ცვლილებით მარტივდება არჩევნების გაყალბება.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ზემოთ ხსენებული არ შეესაბამება სიმართლეს და მსგავსი შეზღუდვა დღის წესრიგში არ არის.
“არ შეესაბამება სიმართლეს. კანონში ნათლად არის გაწერილი ყველა ის პროცედურა, რომელიც ამ საკითხთან არის დაკავშირებული და შესაბამისად ვისაც წაკითხულის გააზრების პრობლემა არ აქვს, ნათლად დაინახავს, რომ მსგავსი შეზღუდვა არ არის დღის წესრიგში“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
თაგები:
გიორგი გაბუნია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს