გიორგი გახარია – არ არის ეხლა სწორი მთავრობაზე თავდასხმა და იმის გარკვევა, ვინ როდის რა შეცდომა დაუშვა

ავტორი
Front News საქართველო
გიორგი გახარიამ დღეს მედიასთან დამძიმებულ ეპიდვითარებაზეც გააკეთა კომენტარი.
“დღეს აქაც ამით დავიწყე და ყველგან ამაზე ვსაუბრობ, რომ დღეს ეპიდემიოლოგიური ვითარება იმდენად არის დამძიმებული ქვეყანაში, რომ უკვე თითოეული ჩვენგანის, მოქალაქის პასუხისმგებლობაა ელემენტარული წესები დავიცვათ. მე მესმის მოქალაქეების აღშფოთების, მაგრამ მერწმუნეთ, რომ დღეს არ არის იმის დრო რომ ვარკვიოთ ვინ რაშია დამნაშავე და ვისი ბრალია. დღეს არის იმის დრო რომ ყველამ ზედმიწევნით შევასრულოთ ელემენტარული წესები, იმისთვის, რომ ჩვენი ოჯახის წევრები დავიცვათ, იმისთვის რომ დავიცვათ ჩვენი ხანდაზმულები, ჩვენი ბავშვები, არ არის ეხლა სწორი მთავრობაზე თავდასხმა და იმის გარკვევა, ვინ როდის რა შეცდომა დაუშვა. ეს ცოტა მოგვიანებით შეიძლება გავაკეთოთ, მაშინ როდესაც ამ ძალიან მძიმე ეპიდემიოლოგიური კრიზისიდან გამოვალთ. ეხლა ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე და ნებისმიერი თავშეყრის ადგილში, ღია სივრცეშიც კი პირბადის გარეშე საერთოდ, ყველანაირად ავერიდოთ“, – აცხადებს გახარია
გიორგი გახარიამ დღეს პარტია ,,საქართველოსთვის“ ახალი ოფისი რუსთავში გახსნა და მედიის შეკითხვებსაც იქ უპასუხა.
თაგები:
გიორგი გახარია
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


