გიორგი გახარია – ბიძინა ივანიშვილმა რა “ოცნებაც” დაგვიტოვა, სრულად მისი პასუხისმგებლობაა

ავტორი
Front News საქართველო
ბიძინა ივანიშვილმა რა “ოცნებაც” დაგვიტოვა, რა თქმა უნდა, სრულად მისი პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილს ქართულ სახელმწიფოზე მაღლა ვერ დააყენებს.
“მე როგორადაც უნდა ვაფასებდე იმ ღვაწლს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მიუძღვის ქვეყნის და კიდევ ბევრი სხვა რამის მიმართ. მე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და კიდევ გავიმეორებ, ჩემი ძირითადი ფასეულობა არის წარმატებული ქართული სახელმწიფო. ვერასოდეს ვერავინ, მათ შორის ვერც ბიძინა ივანიშვილი ამ ფასეულობაზე მაღლა ვერ დადგება”, – განაცხადა გახარიამ “ტვ პირველის” ეთერში.
კითხვაზე, ხედავს თუ არა მის წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებში ივანიშვილის როლს, გახარიამ აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” ლიდერებს მის გარეშე ამის გამბედაობა არ ექნებოდათ.
“რა თქმა უნდა, ვხედავ, მარტივი მიზეზის გამო, ბიძინა ივანიშვილმა რა ოცნებაც დაგვიტოვა, რა თქმა უნდა, სრულად მისი პასუხისმგებლობაა. ჩართულია, რა თქმა უნდა, მოღალატე თვითონ დამაბრალა”, – აღნიშნა მან.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


