Logo

გიორგი გახარია – ბრიუსელში ვიზიტის მთავარი მიზანი იყო საქართველოს მეგობრების დარწმუნება, მიანიჭონ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი

პოლიტიკა
1303
Frontnews image description

ვასრულებთ ბრიუსელში ვიზიტს, რომლის მთავარი მიზანი იყო საქართველოს მეგობრების დარწმუნება – მიანიჭონ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

 

“ქართველი ხალხი, რომელმაც უამრავი ბრძოლა, ტკივილი და წარმატება გამოიარა, იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას.

 

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მართავს დღეს საქართველოს, როგორ გვიყვარს, ან არ გვიყვარს ერთმანეთი. ყველანი ვალდებული ვართ, უზრუნველვყოთ საქართველოს ევროპული მომავალი. ამისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები და ამაზე ოცნებობენ ჩვენი შვილები! უნდა გავერთიანდეთ #საქართველოსთვის“, – წერს გახარია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები