გიორგი გახარია – ექიმებს მივაქციოთ ცოტა მეტი ყურადღება, 24 საათი ზეგანაკვეთით მუშაობენ, ფინანსური დანამატებია მათთვის გასაცემი

ავტორი
Front News საქართველო
გიორგი გახარიამ დღეს პარტია „საქართველოსთვის“ ახალი ოფისი ჩოხატაურში გახსნა და მედიის შეკითხვებს უპასუხა. გახარიას თქმით, ვირუსის გამო წინასაარჩევნო კამპანიის შეზღუდვა არჩევნების გადადებას ნიშნავს.
“ყველანი თუ დავიცავთ წესებს და ვატარებთ პირბადეს, მაშინ საარჩევნო კამპანიის გაუქმების რაიმე არგუმენტი არ იარსებებს. მაშინ არჩევნებიც უნდა გადავდოთ – საარჩევნო კამპანიის გარეშე არჩევნები არ არსებობს“, – განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ამ სიტუაციაში აუცილებელია ფინანსური და მატერიალური წახალისება ექიმებისთვის, რომლებიც შექმნილი მდგომარეობის გამო ზეგანაკვეთურად და მაღალი დატვირთვით მუშაობენ.
“მე უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ ექიმებს მივაქციოთ ცოტა მეტი ყურადღება. ეს ხალხი არის ბოლო ხაზი – 24 საათი მუშაობენ და მათ ყურადღების გარდა, სხვადასხვა სახის, მათ შორის მატერიალური მხარდაჭერა სჭირდებათ. ბევრი ოჯახია საქართველოში, სადაც ოჯახის რამდენიმე წევრი არის ექიმი, ისინი ფაქტობრივად ყველანი ერთად ამ ბრძოლაში არიან ჩართული და ამ ხალხს დახმარება სჭირდება. მათ შორის ფინანსური, ელემენტარული დანამატებია მათთვის გასაცემი – 24 საათი ზეგანაკვეთით მუშაობენ“, – აცხადებს გახარია
თაგები:
გიორგი გახარია
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


