გიორგი გახარია – ეს ქაოსი ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს და არავინ ამას არ დაასრულებს ჩვენს გარდა


ავტორი
Front News საქართველო
გიორგი გახარია რეგიონებში ვიზიტს განაგრძობს. პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ დღეს ახალი ოფისი ჩხოროწყუში გახსნა. გახარია მხარდამჭერებსაც შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა.
“ჩვენ არავის არ ვეომებით და არავის არ ვებრძვით. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გვინდა ვიშრომოთ ამ ქვეყნის და აი ამ ბავშვების წარმატებული მომავლისთვის. დამთავრდა ამ ტყუილი დაპირებების დრო, დამთავრდა ერთმანეთთან ჩხუბის, გინების და ცემა-ტყეპის დრო! ეს ქაოსი ამ ქვეყანაში და ამ სახელმწიფოში უნდა დასრულდეს! და არავინ ამას არ დაასრულებს ჩვენს გარდა!“ – განაცხადა გახარიამ.
გახარიამ მხარდამჭერებს პარტიის მიდგომა გააცნო, რომ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა ადგილობრივი მოსახლეობის შეხედულებისამებრ და მათი ჩართვით უნდა მოხდეს.
“მინდა იცოდეთ, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც ჩვენს გვერდით იქნება – იქნება ის ხალხი, რომელსაც თქვენ გადაწყვეტთ რომ აქ უნდა იყოს. არცერთი საკითხი არ გადაწყდება ისე, რომ თქვენი ჩართულობა არ იყოს. ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ ძალაუფლება მისია და არავის არა აქვს უფლება, მის მაგივრად გადაწყვიტოს სად რა გზა უნდა დაიგოს, სად რომელი სკოლა გარემონტდეს, სად რა უნდა აშენდეს და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. საუკეთესოები თქვენს შორის, უნდა იყვნენ ყველაზე საპასუხისმგებლო ადგილებზე. ამიტომ, ჩვენ მთავარია რომ კეთილსინდისიერი, წარმატებული, გამოცდილი, ღვაწლმოსილი ადამიანები შევარჩიოთ და მათ დავუყენოთ ახალგაზრდები. და აი ასე ტანდემში, ახალგაზრდებს ვასწავლოთ, რა არის ქვეყნის მსახურება. დაპირებებს უკვე თავი უნდა დავანებოთ და საქმეს ხელი უნდა მოვკიდოთ და ვიშრომოთ“, – აცხადებს გახარია.
თაგები:
გიორგი გახარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს