Logo

გიორგი გახარია – გუშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ “ოცნება” “განაცდა“

პოლიტიკა
747
Frontnews image description

„მოქმედი პრემიერის ნაცვლად მინდა თითოეულ პოლიციელს, რომელიც ჩვენთან ერთად იქ იბრძოდა სახელმწიფო ინტერესებისთვის და ინსტიტუტებს იცავდა – ბოდიში მოვუხადო, ჩემი სოლიდარობა გამოვუცხადო და ვუთხრა, მათ რომ ჩვენ მაშინაც ვიცავდით სახელმწიფოს და დღესაც გავაგრძელებთ სახელმწიფოს დაცვას. იქ იმდენი ღირსეული ადამიანი იყო, რომლებმაც თავისი ჯანმრთელობა შეწირეს – არავის აღარ ახსოვს დღეს იქ დაზარალებული პოლიციელები.  მე ერთი კომენტარი მაქვს ამასთან დაკავშირებით. გუშინ მე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ოცნება განაცდა – მეტი არაფერი არ იყო ეს. დღეს ოცნება, რომ ქართული არ არის ეს უკვე ვიცი, მაგრამ ნაცური გახდა ეს ოცნება“, – ასე პასუხობს გიორგი გახარია პრემიერი ღარიბაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას 20 ივნისთან დაკავშირებით. 

 

პარტია „საქართველოსთვის“ თავჯდომარე ხაზს უსვამს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამის ლოგიკით პარლამენტზე განხორციელებული შტურმი სწორი იყო და ნაციონალურ მოძრაობას ამით არაფერი დაუშავებია, რაც ოცნების მიერ მელიას ამნისტირების მოტივაციასაც ხსნის.

 

“შეხედეთ რა თქვა, ლოგიკა როგორ იყო – გამოვიდა, რომ ამ ხალხმა იცოდა წლების განმავლობაში,  რომ თურმე “ნაციონალურ მოძრაობას” არაფერი არ დაუშავებია და სწორად უნდოდათ პარლამენტში შეჭრა ცემა-ტყეპით, ძალადობით, პოლიციაზე თავდასხმებით  და ამიტომ მელიას ამნისტიაც გაუკეთეს და გარდასახეს მერობის აბსოლუტურად სუფთა და ლეგიტიმურ კანდიდატად. 

 

გადაეცით, რომ ოცნება განაცდა“ – განაცხადა გახარიამ.

Advertisement