გიორგი გახარია - "ქართული ოცნება" ოკუპანტ სახელმწიფოსთან ალიანსში შევიდა და საკუთარ ქვეყანას დასდო ბრალი ომის დაწყებაში


ავტორი
Front News საქართველო
საფრთხე ოკუპაციის ხაზთან არ სრულდება. ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით, "ქართული ოცნება" ოკუპანტ სახელმწიფოსთან ალიანსში შევიდა და საკუთარ ქვეყანას დასდო ბრალი ომის დაწყებაში, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, 17 წლის წინ, პირველად ცივი ომის დასრულების შემდეგ, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია განახორციელა და დახოცა მშვიდობიანი მოსახლეობა.
"17 წლის წინ, პირველად ცივი ომის დასრულების შემდეგ, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია განახორციელა - დახოცა მშვიდობიანი მოსახლეობა, იძულებით გადაასახლა ათასობით ადამიანი და მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია საერთაშორისო სამართლის და საკუთარი ვალდებულებების უხეში დარღვევით.
თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ საფრთხე ოკუპაციის ხაზთან არ სრულდება. ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით, "ქართული ოცნება" ოკუპანტ სახელმწიფოსთან ალიანსში შევიდა და საკუთარ ქვეყანას დასდო ბრალი ომის დაწყებაში, რითაც გაამართლა რუსეთის აგრესია და ოკუპაცია და დაასუსტა არაღიარების პოლიტიკა.
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს თავისუფლების, მშვიდობიანი რეინტეგრაციისა და ევროპული მომავლისთვის.
მადლობას ვუხდით ყველა საერთაშორისო პარტნიორს, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - წერს გახარია.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 – სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 – სამოქალაქო პირი, დაიჭრა 2 234 ადამიანი, 26 000 კი დევნილად იქცა.
თაგები:
გიორგი გახარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს