გიორგი გახარია – ხშირ შემთხვევაში აშინებენ და სამსახურიდან აგდებენ იგივე ხალხს, რომლებსაც ამას უკეთებდნენ 2012 წელს

ავტორი
Front News საქართველო
გიორგი გახარიამ დღეს მედიის კითხვებს ოზურგეთში ახალი ოფისის გახსნის შემდგომ უპასუხა. მედიამ პარტიის ლიდერს მხარდამჭერების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე სთხოვა კომენტირება, რომ მხარდაჭერის გამოსახატად მოქალაქეებს ადგილზე სუსის წარმომადგენლები ხვდებიან, რომლებიც მათ უთვალთვალებენ, ფოტოებს უღებენ და ზეწოლასა და შევიწროებას ეწევიან.
“სამწუხაროდ, ეს დიდი იმედგაცრუებაა. მე ბევრ ადამიანს ვხვდები, სხვათა შორის ოცნების დამფუძნებლებს, ოცნების ყოფილ წევრებს, რომლებიც ამბობენ, რომ რაც 2012 წელს ხდებოდა, ზუსტად იმავეს იმეორებს დღეს დღევანელი პარტიული ბოსების მიერ მართული ხელისუფლება. რატომ – უბრალოდ ეს შიშია. იცით როგორ დონემდე მიდიან, რიგით საჯარო მოხელეებს – სოფლის ექიმს, მეხანძრეს, უბრალო ადამიანებს, რომლებსაც მინიმალური ხელფასი აქვთ, იმის გამო, რომ ფეისბუქზე რაღაცა სიმპატია გამოხატეს მიდიან და ემუქრებიან სამსახურიდან გაგდებით ან მათი ოჯახის წევრების სამსახურიდან გაგდებით. ამორალურია ეს ყველაფერი, ამას საერთოდ არანაირი კავშირი ღირსებასთან არ აქვს და ოცნება, რომელიც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა სამართლიანობის და ღირსების აღდგენის ძირითადი ლოზუნგით და მოტივით…
სამწუხაროა და უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვისაც, რომ დღეს იმ მდგომარეობაშია ამ პარტიული ბოსების მართვის შედეგად, რომ იძულებულია იგივე ინსტრუმენტები გამოიყენოს და ზუსტად იგივე მეთოდი.
სხვათა შორის, ხშირ შემთხვევაში აშინებენ და სამსახურიდან აგდებენ იგივე ხალხს, რომლებსაც ამას უკეთებდნენ 2012 წელს. როგორ შეიძლება ეს შეაფასო – თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ უკვე შევქმენით იურისტების და ადვოკატების სპეციალური ჯგუფი, რომლებიც ყოველ შემთხვევას განიხილავენ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სასამართლო სისტემა, ისეთი როგორიც გვაქვს – ადეკვატურად უპასუხებს ხელისუფლების მიერ ჩადენილ უმსგავსო მოქმედებებს, თუმცა თუ დაგვჭირდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყურადღებასაც მივიპყრობთ იმასთან დაკავშირებით, როგორ იყენებს ხელისუფლება სახელმწიფო ინსტიტუტებს, განსაკუთრებით რეგიონში, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების დასადგენად“, – განაცხადა გახარიამ.
თაგები:
გიორგი გახარია
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


