გიორგი გახარია – კონკრეტულად შენ, კახა კალაძე შენი თანაგუნდელების ბრალდებებს იზიარებ? – “არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია”

ავტორი
Front News საქართველო
კახას მინდა ვკითხო, მე თუ დამიდგება პირისპირ დებატებში თუ მეც უნდა გავიზარდო პოლიტიკურად? – ამის შესახებ “საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანიდატმა გიორგი გახარიამ პირველ არხზე მერობის კანდიდატების დებატებზე განაცხადა.
“პოლიტიკურად რა თქმა უნდა, კვალიფიციური პოლიტიკური პარტია უნდა გახდეთ და ამის შემდეგ გექნებათ შესაძლებლობა. ამ არჩევნებში გექნებათ იმის საშუალება რამხელა მხარდაჭერა გაქვთ საზოგადოების მხრიდან, თბილისელების მხრიდან, ერთი დღით ხო არ ვართ პოლიტიკაში, ხვალ-ზეგ გვექნება შესაძლებლობა”, – განაცხადა კალაძემ გახარიას კითხვის საპასუხოდ.
ყოფილი პრემიერის კიდევ ერთი კითხვა ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებებს ეხებოდა: “დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ და შენი თანაგუნდელების და ჩემი ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებებს – ნარკომანობა, მოღალატეობა და სააკაშვილთან კავშირები, კონკრეტულად შენ, კახა კალაძე იზიარებ?”.
“მე მგონი, არავის არ დაუბრალებია და არ უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია, რაც შეეხება შენ საქციელს გიორგი, არ დავმალავ, არ მომეწონა შენი გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე, არ შევალ შინაარსში და არ მინდა ამაზე ვისაუბრო, მე პირველ რიგში ვარ კაცი და მერე ვარ პოლიტიკოსი, ადამიანებთან ურთიერთობას გარკვეულ როლს და უპირატესობას ვანიჭებ, ამიტომ არ მინდა ამ დისკუსიაში შემოსვლა, თბილისმა და თბილისელებმა გადაწყვიტონ ყველაფერი”,- განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძემ დებატებში „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატს მიხეილ ქუმსიშვილს მიმართა, რომ ჯერ უნდა გაიზარდოს პოლიტიკურად და პირისპირ დებატებში შემდეგ დაუდგება.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


